ია აბულაშვილი
21.04.2023

ქართულ ეკლესიებში მრავალი უნიკალური ნივთი ინახება, წარსულში კი კიდევ უფრო მეტი ინახებოდა. ერთ-ერთი ასეთია ქვათახევის მონასტერი, სადაც საუკუნეების მანძილზე დაცული იყო პატარა ხის პინაკი (ჯამი), რომლითაც იესომ და მისმა მოწაფეებმა საიდუმლო სერობის დროს ღვინო მიირთვეს.

ეს რელიქვია საქართველოში მე-10 საუკუნეში ჩამოუტანიათ და ქვათახევის მონასტერში დავით აღმაშენებელის ბრძანებით მოხვდა.

პინაკი ქართველმა ოსტატებმა ვერცხლის მოოქროვილ ჩარჩოში ჩასვეს. ჩარჩო მე-11 საუკუნით თარიღდება. ჩარჩოს ცენტრში გამოსახული იყო ტახტზე მჯდომი ქრისტე. ჩარჩოს ორივე მხარეს მედალიონებში ჩასმული იყო მთავრანგელოზების გამოსახულებები, ასევე ოთხი წმინდანის გამოსახულება.

ქრისტეს ხის ჯამი დაიკარგა, მოოქროვილი ჩარჩოს ერთი ფრაგმენტი კი ერმიტაჟში ინახება. ისტორიული წყაროების მიხედვით, საქართველოში შექმნილი ხელოვნების ეს ნიმუში პეტერბურგში მე-19 საუკუნეში მოხვდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×