რეზონანსი
01.10.2020

საქართველოში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 6 640 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 299 პაციენტი და საერთო რაოდენობა 3 419-ს შეადგენს.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 39-ია. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 392 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.

ამასთან, „კოვიდ“-სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1 100-ს შეადგენს. 

გუშინ საქართველოში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ლალო   (01.10.2020)
425 შემთხვევა და სკოლებს ხსნით, გაგიჟდა ჯანდაცვის სამინისტრო, რას უყურებთ?


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×