რეზონანსი
05.03.2021

გამოცემა Bloomberg-ის ბოლო მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 111 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის უკვე აცრილია 280 მილიონამდე ადამიანი. გამოცემის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად საშუალოდ 6.5 მილიონამდე ადამიანს უტარდება.

ყველაზე მეტი - 82.5 მილიონი ვაქცინა აშშ-ში გაკეთდა, მას ჩინეთი მოჰყვება 52.5 მილიონი ვაქცინირებულით. 37 მილიონამდე ადამიანს ჩაუტარდა ვაქცინაცია ევროკავშირში.

ყველაზე სწრაფი ტემპით მოსახლეობის ვაქცინაცია ისრაელში მიმდინარეობს, სადაც უკვე 8.4 მილიონი ადამიანი აიცრა, რაც ყოველ 100 ადამიანზე 93 ვაქცინირებულს ნიშნავს.

ისრაელის შემდეგ პროცენტულად ყველაზე მეტი ვაქცინირებული არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, გაერთიანებულ სამეფოში და აშშ-შია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )