რეზონანსი
27.06.2022

ქართველი მებრძოლი, რატი ბურდული, სამხედრო დაჯგუფება Marksman-დან, უკრაინაში საომარი მოქმედებების დროს დაიჭრა - ამის შესახებ ინფორმაცია ტელეგრამის არხში ვრცელდება.

"რატი ბურდული, მეტსახელად „ვიკინგი" ან „მარტოხელა", ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ქართველი მებრძოლია და Marksman-ის საბრძოლო ჯგუფის დამფუძნებელი მამაა. საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის დამთავრების შემდეგ, ბურდული ორი წელი იბრძოდა ავღანეთში",- ნათქვამია განცხადებაში.

მათი ცნობით, ბრძოლის დროს რატი დაიჭრა თავში, თვალებში, ფეხებში და ხელებში. გარდა ამისა, ჩამტვრეულია ბურდულის ავტომატის ლულა. მარკსმენში აცხადებენ, რომ მიღებული ჭრილობების მიუხედავად, მებრძოლის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ქართველი მებრძოლის დაჭრის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა დაჯგუფებმა Marksman-მა.

"აღმოსავლეთ უკრაინაში ერთ-ერთი ოპერაციის მიმდინარეობისას ოდინიჩმა მიიღო სხეულის დაზიანება თავის, ფეხის, ხელისა და თვალის არეში. დაზიანებები არაა მძიმე და არ წარმოადგენს საშიშროებას სიცოცხლისთვის, თუმცა, სავარაუდოდ, დასჭირდება ხანგრძლივი პერიოდი რეაბილიტაციისთვის.

ოპერაციას შეეწირა რამდენიმე რუსი, რატის ტელეფონი გოუპრო და გაღუნულია იარაღის ლულა. სხვა დეტალებს OPSEC-დან გამომდინარე ვერ დავწერთ",- ნათქვამია მათ განცხადებაში.

"მთავარი არხი"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×