რეზონანსი
27.06.2022

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა დაგმო რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის "სისასტიკე და ბარბაროსობა" მას შემდეგ, რაც უკრაინაში სავაჭრო ცენტრზე სარაკეტო იერიშის შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 40 კი - დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ჯონსონის თქმით, "დიდი შვიდეულის ქვეყნების" სამიტზე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვით გამოსვლის დროს განხორციელებული თავდასხმა მოკავშირეების გადაწყვეტილებებს გააძლიერებს, რომ პუტინს წინააღმდეგობა გაუწიონ.

"ამ შემზარავმა თავდასხმამ კიდევ ერთხელ აჩვენა ბოროტებისა და ბარბაროსობის სიღრმე, რომელშიც რუსეთის ლიდერი ჩაიძირება. კიდევ ერთხელ, ჩვენი ფიქრები უკრაინაში, უდანაშაულო მსხვერპლთა ოჯახებთან არის. პუტინმა უნდა გააცნობიეროს, რომ მისი საქციელი გააძლიერებს "დიდი შვიდეულის ქვეყნების" გადაწყვეტილებას, დადგეს უკრაინის გვერდით იმდენი ხანი, რამდენიც დასჭირდება", - განაცხადა ჯონსონმა.

შეგახსენებთ, რუსული ძალების მიერ პოლტავას ოლქში, კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრი დაიბომბა, რომელშიც 1000-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილთა რიცხვმა 10-ს მიაღწია, ხოლო დაშავებულთა რიცხვმა კი - 40-ს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×