რეზონანსი
29.06.2022

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, სულ მცირე 4 731 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, რეალური მაჩვენებლები ბევრად მაღალია, რადგან, მიმდინარე ბრძოლის ფონზე, ზუსტი მონაცემების დადგენა რთულია, - წერს უკრაინული მედია გაეროს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, მატილდა ბოგნერის განცხადებაზე დაყდნობით.

ბოგნერის თქმით, მხოლოდ მიმდინარე კვირის მონაცემებით, აღწერეს 10,000-ზე მეტი ადამიანი, რომელიც დაიღუპა ან დაშავდა.

მისი განცხადებით, დაღუპულთა შორის 1812 მამაკაცი, 1225 ქალი, 134 გოგონა და 155 ბიჭი. 41 ბავშვისა და 1364 ზრდასრულის სქესი ჯერჯერობით უცნობია.

„ხაზს ვუსვამ, რომ რეალური მაჩვენებლები გაცილებით მაღალია", - განაცხადა გაეროს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×