რეზონანსი
29.06.2022

საქართველო კორონავირუსის მეშვიდე ტალღისთვის ემზადება - ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო კვირის განმავლობაში გაორმაგდა და 1 000 შემთხვევას გადააჭარბა, თუმცა შესაძლოა მათი რიცხვი კიდევ უფრო დიდი იყოს.

პანდემიის ხელახალი აფეთქების მთავარ მიზეზად სპეციალისტები ომიკრონის ახალ ქვეშტამს ასახელებენ, ყოველ მეორე ინფიცირებულს BA.5 ტიპის შტამი გამოუვლინდა. კორონავირუსის ახალი ქვეშტამი სწრაფად ვრცელდება, ინფიცირებულებს კი ძირითადად მაღალი ტემპერატურა აწუხებთ. ჯანდაცვის უწყება მოქალაქეებს კვლავ ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

კოვიდტესტის რიგში რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, დღეს ისევ ბევრი საეჭვო პაციენტი დგას.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, კოვიდსტატისტიკა გაორმაგდა და თუ წინა კვირას ინფიცირების მაჩვენებელი 500 იყო, ახლა 1058-ია. მიზეზად ომიკრონის ახალი ქვეშტამი სახელდება.

BA.5-ს კიდევ უფრო სწრაფი გავრცელება ახასიათებს. კორონავირუსის ამ ქვევარიანტისთვის არ აქვს მნიშვნელობა ადამიანი ვაქცინირებულია, თუ მას უკვე გადატანილი აქვს COVID-19.

სწორედ სწრაფად გავრცელებადი BA.5 ცირკულირებს ახლა ამერიკასა და ევროპაში, რის გამოც კორონავირუსის ახალ ტალღასაც აანონსებენ.

დღეის მდგომარეობით, კოვიდუსაფრთხოების რეგულაციები საქართველოში მოხსნილია, რჩება მხოლოდ რეკომენდაციები - სოციალური დისტანცია და აცრა.

"რუსთავი 2"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×