რეზონანსი
02.07.2022

პოლიციამ მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე 26 პირი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული პირები სამართალდამცველებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 177-ე და 166-ე მუხლებით გათვალისწინებული დარღვევისთვის დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, „პრაიდის“ მოწინააღმდეგეები იმ ტერიტორიაზე შეიკრიბნენ, სადაც დღეს „თბილისი პრაიდის“ ღონისძიება უნდა გაიმართოს.

„ალტ-ინფოს" ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან მათი ლიდერები ზურაბ მახარაძე და ირაკლი მარტინენკო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×