რეზონანსი
02.07.2022

არ მგონია და არ მაქვს მოლოდინი, რომ 3 ივლისს დაგეგმილ აქციას რაიმე ტიპის განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ექნება, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, 3 ივლისის აქციაზე ორგანიზატორები ხალხს არ ეძახიან, რომ აქციამ მხარი დაუჭიროს ევროპულ გზაზე ქვეყნის ღირსეულად წინსვლას, ისინი მიზნად ისახავენ ხელისუფლების ჩამოგდებას.

„არ მაქვს არანაირი მოლოდინი სამი ივლისის აქციასთან დაკავშირებით, რომ რაიმეს მოიტანს. უბრალოდ კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ სამი ივლისის აქციაზე ორგანიზატორები ხალხს არ ეძახიან იმისათვის, რომ აქციამ მხარი დაუჭიროს ევროპულ გზაზე ქვეყნის ღირსეულად წინსვლას, არამედ ისინი მიზნად ისახავენ ხელისუფლების ჩამოგდებას. ამას სხვა სიტყვები არ ჰქვია. შესაბამისად, არ მგონია და არ მაქვს მოლოდინი, რომ ამ აქციას რაიმე ტიპის განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ექნება", - განაცხადა წულუკიანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×