რეზონანსი
04.07.2022

ევროკომისიის 12-პუნქტიანი პრიორიტეტების შესრულება ხელისუფლების პასუხისმგებლობაა - ოპოზიციის არჩევანია ამაში მონაწილეობას მიიღებენ თუ არა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

პაპუაშვილი ამბობს, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება საქართველოს სახელმწიფოსა და ევროკავშირის ურთიერთობების ნაწილს წარმოადგენს.

"ხანდახან 19 აპრილის შეთანხმების არსს ვერ იგებენ. 19 აპრილის შეთანხმება იყო შეთანხმება პოლიტიკურ პარტიებს შორის. ევროკავშირი შუამავლად გამოდიოდა, მაგრამ ეს არ იყო შეთანხმება ევროკავშირთან. რაც შეეხება ევროკავშირის წევრობაზე ჩვენს განაცხადს და ასოცირების დღის წესრიგს, ეს არის სახელმწიფოს ურთიერთობა ევროკავშირთან, მათ შორის ვალდებულებები, რომელიც აღებული გვაქვს როგორც სახელმწიფოსა და ხელისუფლებას ევროკავშირთან ურთიერთობებში", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, დიდია რისკი იმისა, რომ ოპოზიციის ნაწილმა პროცესს ხელს შეუშალოს, რათა ამ გზით ხელისუფლება შეცვალოს.

"ამიტომ მნიშვნელოვანია, ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთოთ. ამას გავაკეთებთ გამჭვირვალედ და ანგარიშს საზოგადოებას ჩავაბარებთ, რათა საბოლოოდ გამოჩნდეს, ვინ არის ის, ვისაც უნდა ევროპა და მოძრაობს ამ ტრაექტორიით როგორც სიტყვით, ასევე საქმით და ვინ არის ის, ვინც პროცესს უშლის ხელს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×