რეზონანსი
04.07.2022

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ქვეყნის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში უნდა გაიმარჯვოს.

„ჩვენი უშუალო პრიორიტეტია, შევუერთდეთ ჩვენს მოკავშირეებს, რათა უკრაინამ პუტინის აგრესიის წინააღმდეგ მამაცურ ბრძოლაში გაიმარჯვოს", - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

ბორის ჯონსონის თქმით, ნატოს სამიტმა „გადააჭარბა ყველა მოლოდინს ალიანსის ერთიანობისა და ერთსულოვნების თვალსაზრისით, რომ ნატო მხარს დაუჭერს უკრაინას მანამ, სანამ საჭირო იქნება".

„ყველას გვესმის, რომ თუ პუტინს უკრაინაში არ შევაჩერებთ, ის იპოვის ახალ სამიზნეებს თავისი რევანშისტური თავდასხმებისთვის. ჩვენ არ ვიცავთ რაიმე აბსტრაქტულ იდეალს, არამედ მშვიდობიანი სამყაროს პირველ პრინციპს, რომელიც არის ის, რომ დიდ და ძლიერ ქვეყნებს თავისი მეზობლების დანაწევრების უფლება არ აქვთ", - განაცხადა ბორის ჯონსონმა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერის თქმით, უკრაინას „უნდა ჰქონდეს ძალა, რომ დაასრულოს ეს ომი იმ პირობებით, რაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ აღწერა".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×