რეზონანსი
06.07.2022

რუ­სუ­ლი ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­ცე­მა rbc.ru -ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლე­ნინ­გრა­დის ოლ­ქის ერთ-ერთ და­სახ­ლე­ბა­ში, სა­კუ­თარ აგა­რაკ­ზე, აუზ­ში, გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს რუ­სე­თის ტრან­სნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ენერ­გო­კომ­პა­ნი­ის, "გა­ზპ­რო­მის" ერთ-ერთი კონ­ტრაქ­ტო­რი, ლო­ჯის­ტი­კუ­რი კომ­პა­ნი­ის, "ას­ტრა-ში­პინ­გის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, 61 წლის იური ვო­რო­ნო­ვი. მისი კომ­პა­ნია დაკ­ვე­თებს არ­ქტი­კა­ში ას­რუ­ლებ­და.

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, ვო­რო­ნო­ვი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით თა­ვის არე­შია დაჭ­რი­ლი, აუზ­ში­ვე ნა­ხეს პის­ტო­ლე­ტიც, რომ­ლი­და­ნაც, სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­ის­რო­ლეს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბიზ­ნეს­მენს ტყვია თავ­ში მი­ჯრით აქვს ნას­რო­ლი.

ვო­რო­ნო­ვი 4 ივ­ლისს, დი­ლის 5 - სა­ა­თამ­დე პე­რი­ოდ­შია გარ­დაც­ვლი­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, 2022 წელს ეს არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც "გა­ზპ­რომ­თან" და­კავ­ში­რე­ბულ პირს გარ­დაც­ვლილს ნა­ხუ­ლო­ბენ. 2022 წლის იან­ვარ­ში, სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გის მახ­ლობ­ლად გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს "გა­ზპ­რომ-ინ­ვეს­ტის" ხელ­მძღვა­ნე­ლი ლე­ო­ნიდ შულ­მა­ნი, თე­ბერ­ვალ­ში კი "გა­ზპ­რო­მის" ერ­თი­ა­ნი სა­გა­და­სა­ხა­დო ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე ალექ­სან­დრ ტუ­ლი­ა­კო­ვი. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ორი­ვე მათ­გან­მა თავი მო­იკ­ლა. 2022 წლის აპ­რილ­ში, მოს­კოვ­ში, სა­კუ­თარ სახ­ლში ნა­ხეს "გა­ზპ­რომ­ბან­კის" ყო­ფი­ლი ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის, ვლა­დის­ლავ ავა­ე­ვის, მისი ცო­ლის და ქა­ლიშ­ვი­ლის ცხედ­რე­ბი. გა­მო­ძი­ე­ბის ვერ­სი­ით, გა­ბანკრო­ტე­ბის ზღვარ­ზე მყოფ­მა ავა­ევ­მა ჯერ ცოლ-შვი­ლი და­ხო­ცა და შემ­დეგ თავი მო­იკ­ლა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×