რეზონანსი
06.07.2022

რომის პაპი ვატიკანის საბჭოში ეპისკოპოსების დანიშვნის პროცესში ხმის უფლებას, ისტორიაში პირველად, ქალებს მისცემს.

ამის შესახებ კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელმა „როიტერთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

„მე ღია ვარ, რომ ქალებს შესაძლებლობა მივცე. ახლა გვყავს ვატიკანის მერის მოადგილე ქალი. ეპისკოპოსთა კრებაში ეპისკოპოსების ასარჩევ კომიტეტში ორი ქალი პირველად დაინიშნება“,  – განაცხადა რომის პაპმა.

კომიტეტის წევრები, რომლებიც ახლა შედგება კარდინალების, ეპისკოპოსებისა და მღვდლებისგან, ჩვეულებრივ იკრიბებიან თვეში ორჯერ რომში. წმიდა საყდრის ცენტრალური ადმინისტრაციის ახალი კონსტიტუცია, რომელიც გასულ თვეში შევიდა ძალაში, საშუალებას აძლევს ნებისმიერ მონათლულ კათოლიკეს, ხელმძღვანელობდნენ ვატიკანის დეპარტამენტების უმეტესობას. ვატიკანში უკვე მუშაობს ორი ქალი: ბარბარა ჯატა, ვატიკანის მუზეუმების პირველი დირექტორი ქალი და კრისტიან მარი, ვატიკანის პრესსამსახურის დირექტორის მოადგილე. ორივე მათგანი პაპმა ფრანცისკემ დანიშნა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×