რეზონანსი
09.07.2022

გორში "ტვ მონიტორინგის" ჟურნალისტი დაკბინეს. შემთხვევა მუნიციპალურ ტრანსპორტში მოხდა. რეპორტიორი, მგზავრსა და კონტროლიორს შორის მომხდარ დაპირისპირებას აშუქებდა, რა დროსაც შუახნის ქალმა მას ხელზე რამდენჯერმე უკბინა. ჟურნალისტი ამბობს, რომ თავდამსხმელის მიმართ სამართლებრივ დავას არ აპირებს.

"მგზავრს აჯარიმებდა ბილეთის უქონლობის გამო კონტროლიორი, რასაც მოჰყვა ხმაური და დაპირისპირება. მე ვაშუქებდი ამ ამბავს, რადგან მსგავსი ინციდენტები მუნიციპალურ ტრანსპორტში ხშირია. მოულოდნელად მგზავრმა ქალბატონმა ხელზე  რამდენჯერმე მიკბინა. მედიკოსებს უკვე მივმართე სამედიცინო რეკომენდაციის მიზნით. სამართლებრივ დავას არ ვაპირებ, რადგან ვფიქრობ რომ ქალბატონი მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იყო," - თქვა "ტვ მონიტორინგის" ჟურნალისტმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×