რეზონანსი
10.07.2022

თბილისის მერი კახა კალაძე 11-12 ივლისს ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალურ დედაქალაქ ბერნს ეწვევა. კახა კალაძე ბერნის მერთან, ალეკ ფონ გრაფენრიდთან შეხვედრას გამართავს.

ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია თბილისსა და ბერნს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება, რაც ითვალისწინებს თანამშრომლობას ურბანული განვითარების, ტრანსპორტის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, კულტურის, ტურიზმისა და სხვა მიმართულებით.

თბილისის მერი ასევე, მონაწილეობას მიიღებს შვეიცარიაში საქართველოს პირველი დიპლომატიური მისიის მემორიალური დაფის გახსნის ღონისძიებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×