რეზონანსი
10.07.2022

კანადაში, ერთ-ერთი უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო ქსელის - Rogers Communications-ის ტექნიკურმა ხარვეზმა მილიონობით მომხმარებელი ინტერნეტთან წვდომის გარეშე დატოვა. მობილური ინტერნეტის გათიშვამ საგადასახადო სისტემის - ბანკომატების მუშაობის შეფერხებაც გამოიწვია.

ქალაქ უინიპეგში გადაუდებელი დახმარების ნომერზე - 911-ზე დარეკვაც შეუძლებელი გახდა. პოლიციამ მოქალაქეებს სთხოვა, საჭიროების შემთხვევაში, სტაციონარული ტელეფონებით ესარგებლათ.

მომხმარებლებისთვის ინტერნეტის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება. ისინი, ვისაც ინტერნეტი ამ დრომდე არ აღუდგათ, ბარებისა და რესტორნების WiFi-თ სარგებლობენ.

Rogers-ს კანადაში 11 მილიონამდე აბონენტი ჰყავს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×