რეზონანსი
15.07.2022

საქართველოს პარლამენტის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მნიშვნელოვანია დასავლური ღირებულება, სიტყვის თავისუფლება, დამოუკიდებელი სასამართლოს ხელშეუხებლობა.

როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, ასეთი დამოკიდებულება საგანგაშოა და სახიფათოა.

„ჩვენ მიერ გუშინ გამოთქმული ეჭვი, რომ ხომ არ იყო მოსამართლის ამერიკაში გამგზავრების ხელისშემშლელი ფაქტორი სასამართლო გადაწყვეტილება, დღეს თავად დაადასტურა მოსამართლე ჩხიკვაძემ, მაგრამ აქ უფრო მეტ შეუსაბამო საკითხებთან გვაქვს საქმე. რამდენადაა შესაძლებელი, რომ სასამართლო გადაწყვეტილების რევიზია მოხდეს საელჩოებში, ან რომელიმე ევროპარლამენტარმა გააკეთოს წინასწარი დაკვეთა, თუ რა გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული მოსამართლის მიერ ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ეს არ არის დასავლური ღირებულება, სწორედ ასეთი მიდგომაა სახიფათო სასამართლოს დამოუკიდებლობისათვის, ზოგადად ეწინააღმდეგება პარტნიორულ ურთიერთობებს და იმ მიზანს, რა მიზანიც აქვს საზოგადოებას ხელისუფლებასთან და პრაქტიკულად ყველა პოლიტიკურ შემადგენელთან გადაწყვეტილების მიღებაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია დასავლური ღირებულება, სიტყვის თავისუფლება, დამოუკიდებელი სასამართლოს ხელშეუხებლობა და ასეთი დამოკიდებულება საგანგაშოა და სახიფათოა. კითხვები კიდევ უფრო მეტი ჩნდება და ახლა კითხვის ადრესატი, რომელსაც აქამდე პასუხი არ გაუცია, აშშ-ის ელჩი ვალდებულია, ასეთ საგანგაშო მიდგომასთან დაკავშირებით, რაზეც საუბრობს მოსამართლე ჩხიკვაძე, რომ გააკეთოს ნათელი და ერთმნიშვნელოვანი განცხადებები, რათა საზოგადოებამ იცოდეს, რასთან გვაქვს საქმე", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დღეს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ შეხვედრა ჰქონდა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან, რომელმაც უთხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი და გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×