რეზონანსი
18.07.2022

მხოლოდ გასულ თვეში რუსთავში 6 გველი დაიჭირეს. ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ინფორმაცია რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრიდან მიაწოდეს.

ცენტრის ხელმძღვანელის, დავით იშხნელის ინფორმაციით, მათთან სულ 9 გამოძახება შევიდა, საიდანაც 6  დადასტურდა, თუმცა შხამიანი ქვეწარმავალი არც ერთ გამოძახებაზე არ გამოუვლენიათ. დაჭერილი გველების სახეობები ასე ნაწილდება: 1 გეკონი, 2 წყლის ანკარა, 1 ჩვეულებრივი ანკარა, 1 წითელმუცელა და 1 გველხოკერა.

საინფორმაციო სააგენტო დაინტერესდა, ხომ არ არის რუსთავში გამოკვეთილი კონკრეტული უბნები, საიდანაც გველებთან დაკავშირებით გამოძახებები უფრო ხშირად ფიქსირდება, რაზეც იშხნელი აცხადებს, რომ ძირითადად შეტყობინებები ჭყონდიდლის დასახლებიდან, მე-7 მიკრორაიონის ტერიტორიიდან, ასევე გარეჯის ქუჩიდან შედის.

ინფო რუსთავი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×