რეზონანსი
18.07.2022

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მსგავსი შემთხვევა მის პრაქტიკაში აქამდე არ ყოფილა.

„სიმართლე გითხრათ, ჩემს პრაქტიკაში ასეთ შემთხვევას ვერ ვიხსენებ. ვერც იმას ვიხსენებ, რომ ჩემს რომელიმე კოლეგას მსგავსი შინაარსის ამბავი ან ინფორმაცია მოეყოლა“, - განაცხადა ჩხიკვაძემ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე მოულოდნელი კითხვების მიუხედავად, მას პასუხების გაცემაზე უარი არ უთქვამს და ახსნა თუ რატომ მიიყვანა საქმის მასალებმა და მტკიცებულებებმა კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე.

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებით, ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ სასამართლოს შენობაში შეხვდა აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი, რომელმაც უთხრა, ელჩს აინტერესებს რატომ გამოიყენა თავისუფლების აღკვეთის ზომა.

"საელჩოდან იყო შემოთავაზება, რომ ჩვენი შეხვედრა ყოფილიყო კონფიდენციალური. ჩვენი საუბრიდან ერთი საათის ფარგლებში, სხვადასხვა მედიის წარმომადგენელი, 20-მდე ჟურნალისტი დამიკავშირდა პირდაპირი შეკითხვით - რატომ დაიბლოკეთ საელჩოს მხრიდან ამერიკაში ვიზიტის ფარგლებში? ორი თვე გავიდა მას შემდეგ და ეს ორი თვე არ იყო მარტივი არც ჩემთვის და არც ჩემი ოჯახისთვის.

ამ საუბრის შესახებ მე, პირველ რიგში, საქმის კურსში ჩავაყენე ჩემი ხელმძღვანელობა, რომ ასეთი საუბარი შედგა და არ ვფიქრობ, რომ კონფიდენციალურობის დარღვევა იყო, ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ამდენი ზარი განხორციელდა.

ჩემი ინფორმაციით, ჩვენს ხელმძღვანელობასაც ჰქონდა კომუნიკაცია საელჩოს წარმომადგენლებთან. მოგვიანებით, ასევე, ჩემი კოლეგებისგან იყო შეთავაზება, რომ ის ჯგუფი, იმ ფორმითა და შემადგენლობით წასულიყო ამერიკის შეერთებულ შტატებში, ეს იყო თხოვნა, თუმცა რაღაც ტექნიკურ დეტალებს დააბრალა საელჩომ, რომ ეს უკვე შეუძლებელი იყო" - განაცხადა ჩხიკვაძემ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლემ განცხადება გაავრცელა სასამართლოზე ზეწოლასთან დაკავშირებით, მისი თქმით, საკითხი შეერთებული შტატების დიპლომატიურ მისიას ეხება - ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის თქმით, გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ, მას შეხვედრა ჰქონდა საელჩოს თანამშრომელთან, რომელიც საქართველოში შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ხაზით იმყოფება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×