რეზონანსი
23.07.2022

პარლამენტის ვიცე-სპიკერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, შერიგება შეიძლება მასთან, ვინც სამართლიანად აფასებს პროცესს და საკმარისი პოლიტიკური პასუხისმგებლობა აქვს, „ნაციონალური მოძრაობა" კი ასეთი არ არის.

ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ სალომე ზურაბიშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტი მზად არის დეპოლარიზაციის მისაღწევად მედიატორის როლი შეასრულოს.

„ჩვენ გადავდგით ფუნდამენტური ნაბიჯები, რათა გვქონოდა ევროპული და მშვიდი პოლიტიკა. ეს ვერ ხდება ბოლომდე. მეორე მხარეს დგას ისეთი რადიკალური ოპოზიციური პარტია, ვისთან შერიგებასაც საზოგადოება არ გვაპატიებს. ჯერ კიდევ იმ სიმართლეს, რომელიც საზოგადოების მხარესაა, რომლის წინააღმდეგაც მუშაობდა ეს პოლიტიკური პარტია, თავისი სახელი არ დარქმევია.

სანამ საზოგადოებას არ მოუხდიან ბოდიშს, რეალობის გადაკეთებას არ მოეშვებიან, სანამ არ მოეშვებიან საქართველოში ანტიდასავლური პოლიტიკის გატარებას, მანამდე მედიაცია წარმოუდგენელია და შეუძლებელი ამოცანაა. შერიგება შეიძლება მასთან, ვინც სამართლიანად აფასებს პროცესს, საკმარისი პოლიტიკური პასუხისმგებლობა აქვს, რასაც ხელს მოაწერს, შეთანხმებას შეასრულოს. „ნაციონალური მოძრაობა" არ არის ასეთი, ვერავინ, მათ შორის, ვერც სალომე ზურაბიშვილი ვერ შეძლებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან" რაიმე ტიპის წარმატებული მედიაცია გააკეთოს",- აღნიშნავს თალაკვაძე.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ დეპოლარიზაციის მისაღწევად მედიატორის როლი შეასრულოს. როგორც ზურაბიშვილმა „საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ინტერვიუში აღნიშნა, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოითხოვს, რომ ევროკომისიის მიერ წამოყენებული 12-პუნქტის შესასრულებლად შექმნილი კომისიების მუშაობაში პრეზიდენტის ადმინისტრაციაც ჩაერთოს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×