რეზონანსი
23.07.2022

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ მისი მეუღლის ოლენა ზელენსკას კონგრესში გამოსვლა, რა დროსაც, მან უკრაინისთვის დამატებითი იარაღის მიწოდება ითხოვა, მათი მხრიდან გაგონილ იქნა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა სახელმწიფოების პირველი პირების მეუღლეების მეორე საერთაშორისო სამიტის გახსნაზე ისაუბრა.

„სულ ახლახან კიევში ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენებს შევხვდი, რომლებიც ჩვენს მხარდასაჭერად ჩამოვიდნენ, თავისუფლებისთვის ბრძოლაში. დელეგაციას ადამ სმიტი ხელმძღვანელობდა - წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე. იგრძნობოდა, რომ ჩვენი საუბარი შემდგომი დახმარების გაღრმავებაზე აგრძელებს ყველა ჩვენს წინა კონტაქტებს და, კერძოდ, პირველი ლედის შეხვედრებს ვაშინგტონში. ჩვენ ვხედავთ, რომ პირველი ლედის გამოსვლა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში წარმატებული იყო. არის აქტივობა იარაღის მიმართულებით უკრაინისთვის და იურიდიული რეაგირების მიმართულებითაც იმაზე, რასაც აკეთებს რუსეთი ჩვენი დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ", - განაცხადა ზელენსკიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×