რეზონანსი
23.07.2022

პაატა მანჯგალაძემ თქვა, რომ სექტემბრიდან ისევ უნდა დაიწყოს დაძაბულობა, არეულობა, იმიტომ რომ სხვა პერსპექტივას ვერ ხედავენ, - ამის შესახებ გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკაში“ განაცხადა. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი ოპოზიციის ნაწილის მიერ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების შესახებ ალტერნატიული სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბების ინიციატივასაც გამოეხმაურა.

„როდესაც რევოლუციას აპირებ და ვერ შედგება ეს რევოლუცია, არასამთავრობო სექტორმა, სახალხო დამცველმა და, რაც მთავარია, ოპოზიციის რადიკალურმა ჯგუფებმა გადაკვეთეს წითელი ხაზი. იმიტომ რომ ისეთ თემაში შევიდნენ, რაც არც მათ პროფილს და არც საზოგადოების შეკვეთას ემთხვევა. არეულობა ქვეყანაში მაშინ, როდესაც მსოფლიოში ასეთი დაპირისპირებაა საზოგადოების გაღიზიანებას კი არა, საზოგადოების მიუღებლობას იწვევს. არ შეეძლოთ არ წასულიყვნენ ამ რადიკალურ ნაბიჯებზე“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ის ვარაუდობს, რომ ალტერნატიული სამუშაო ჯგუფები რეკომენდაციებზე საკუთარ კანონპროექტებს მოამზადებენ და პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე წარადგენენ.

„მზად ვართ ყველანაირი განვითარებისთვის, თუნდაც თავისი პროექტებით მოვიდნენ. მაგრამ პოზიციას არ შევიცვლით იმაზე, რომ არსებობს რეგლამენტი. რეგლამენტით [კანონპროექტი] უნდა იმსჯელო კომიტეტში, შეაფასო, გამოიტანო პლენარულ სხდომაზე “, - აღნიშნა ვიცე-სპიკერმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×