რეზონანსი
23.07.2022

დეზინფორმაციით მიზნის მიღწევის მცდელობა, ბრძოლის მეთოდების ყველაზე ბინძური ტაქტიკური ელემენტი გახლავთ, განსაკუთრებით მაშინ როდესაც მოწინააღმდეგე ცდილობს „მტრის“ ოჯახის წევრებზე რაღაც გაუგონარი და არარსებული მოარგოს. ამ სიბინძურის მედროშეები, პროპაგანდისტული ფეიკ-ტელევიზიები არიან, მოწინავე ფლაგმანი კი ტვ პირველი და სააკაშვილის „ფილდ კომანდერი,“ ნოდარ მელაძეა, - ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი „ტვ პირველის“ ეთერში მამუკა მდინარაძის სიმამრის, გულივერ კუნჭულის შესახებ გასული სიუჟეტის ანონსს.

„შიშს და უმეცრებას შეზავებულ, ტყუილებით გაჯერებულ ინფორმაციას, როგორც წესი მათ წინააღმდეგ იყენებენ, ვისაც ვერ ერევიან და თან წესიერი ადამიანის რეპუტაციით სარგებლობენ. ამ შემთხვევაში მელაძის შეშლილი ფანტაზიის ობიექტივში მამუკა მდინარაძე და მისი ოჯახის წევრები მოხვდნენ, მიზეზი კი მარტივია - მდინარაძემ შეძლო ჭკვიანი და პატიოსანი პოლიტიკოსის სახელის დამკვიდრება, რომელიც ყოველთვის ზრდილობიანად და არგუმენტებით შეიარაღებული ებრძვის ქვეყნის დაქცევის მოსურნე ოპონენტებს. რა რჩება, რადიკალების რუპორ „ტვ პირველს“? ბინძური დეზინფორმაცია და ტყუილები, თუმცა იმდენად მომაბეზრებელი, „ფეიკით“ გამდიდრებულია ეს ინფორმაციები, რომელსაც ნოდარ მელაძე და მის გუნდი „განუმეორებელი“ ხმის ტემბრით გვიყვებიან, არათუ ვინმეს აჯერებენ, არამედ საზოგადოებისთვის უბრალოდ სასაცილოები და მომაბეზრებელი გახდნენ“, - წერს ნიკოლეიშვილი Facebook - ზე.

„სხვათა შორის, ჩემი სიმამრის არცერთ კომპანიას არასდროს მიუღია მონაწილეობა არცერთ სახელმწიფო ტენდერში. დღეს „ფეიკის“ კლასიკა და ახალი მწვერვალი დაგვიანონსეს, მე კი ამ დრომდე ინტერვიუსთვის არავინ შემხმიანებია“, - ასე გამოეხმაურა ანონსს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×