რეზონანსი
11.08.2022

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი აცხადებს, რომ რუსეთთან მოლაპარაკების შანსი მხოლოდ იმ შემთხვევაში გაჩნდება, თუ მოლაპარაკებების მაგიდასთან უკრაინის პარტნიორები ისხდებიან.

„მინდა გითხრათ, რომ რუსებთან მოლაპარაკების შანსის გაჩენა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მაგიდასთან ჩვენი პარტნიორები ისხდებიან, რადგან რუსებთან საუბარს და „მინსკი-3-ის" მიღებას არანაირი აზრი არ აქვს", - დასძინა მან.

ამასთან, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფსევდორეფერენდუმი ჩატარდება, უკრაინა აღარანაირ მოლაპარაკებებზე აღარ ისაუბრებს.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ უკრაინა არ აპირებს ტერიტორიების დათმობას და თუ რუსეთი ეგრეთ წოდებული „რეფერენდუმების" საშუალებით დროებით ოკუპირებული რეგიონების ანექსიას შეეცდება, მაშინ მოლაპარაკებების შესაძლებლობა დაიხურება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×