რეზონანსი
11.08.2022

ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რითაც სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის და გურამ მაჭარაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

იონათამიშვილი ვარაუდობს, რომ წერილზე, რომელშიც მისი შეფასებით, შოკისმომგვრელია ფაქტებია, საზოგადოებას შესაბამისი რეაქცია ექნება.

"რა თქმა უნდა, ფაქტები და დასკვნები, რაც ამ წერილშია მოყვანილი, შოკისმომგვრელია და ვვარაუდობ, რომ ასეთივე რეაქცია ექნება ჩვენს საზოგადოებასაც. ვფიქრობ, აუცილებელი იქნება ჩვენი გუნდი უახლოეს მომავალში შეიკრიბოს და ჩვენს შეხვედრაზე გვქონდეს მსჯელობა იმ საკითხებზე, რაც ამ წერილშია წარმოდგენილი", - განაცხადა იონათამიშვილმა.

ცნობისათვის, "ქართული ოცნებიდან" წასულმა დეპუტატებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა გაავრცელეს განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ რადიკალური ოპოზიციის რადიკალური დღის წესრიგი საელჩოს მიერ არის კოორდინირებული.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×