რეზონანსი
13.08.2022

რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ თუ აღიარებს, ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტის საფრთხის წინაშე დადგება.

ამის შესახებ რუსულ სახელმწიფო მედიასთან ინტერვიუში ქვეყნის საგარეო უწყებაში ჩრდილოეთ ამერიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალქსანდრ დარჩიევმა განაცხადა.

„ახლა კონგრესში განიხილება ინიციატივა, რომ რუსეთი „ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ" იყოს აღიარებული, ამ ინიციატივის რეალიზაცია თუ მოხდება, მაშინ ვაშინგტონი გადაკვეთს იმ წერტილს, როდესაც უკან დაბრუნება შეუძლებელი გახდება. ყველაზე სერიოზულ ზიანს მიაყენებს ორი ქვეყნის დიპლომატიურ ურთიერთობებს, ეს გამოიწვევს მათი დონის შემცირებას და გაწყვეტასაც კი", - განაცხადეს რუსეთის საგარეო უწყებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×