რეზონანსი
14.08.2022

„ქართული ოცნების" წევრის ბექა დავითულიანის განცხადებით, ევროკომისიის ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ კრიტიკული მოსაზრებების მიუხედავად, საქართველო რეფორმების თვალსაზრისით მოწინავე ქვეყანა იყო და არის.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნება" ევროკომისიის მიერ შემოთავაზებულ 12 პუნქტს დაამუშავებს და ახალ წლამდე მზად იქნება.

„ევროკავშირის ზოგადი შეფასება არის ის, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ნაწილში საქართველო რეფორმების თვალსაზრისით მოწინავე ქვეყანა იყო და ჯერჯერობით, რჩება მიუხედავად იმისა, რომ მათ კრიტიკული მოსაზრებები აქვთ მთელი რიგი მიმართულებით. ჩვენ დავამუშავებთ ამ 12 პუნქტს და ახალ წლამდე მზად იქნება. თუ რაიმე კონკრეტული შენიშვნა კიდევ ექნება ევროკავშირს ამ 12 პუნქტის შემდეგ, მერე ალბათ, ისინიც დააკონკრეტებენ და ჩვენ ამ შენიშვნების გათვალისწინებაზე ვიმუშავებთ. რაღაც რელევანტურია, რაღაც არა, რაღაც უბრალოდ, კონტექტის გაუთვალისწინებლად ნათქვამია. მათთვის ბუნებრივია მთელი რიგი საკითხები, რომ ასე უნდა იყოს. ამ ქვეყანაში აღმოჩნდება ხოლმე, რომ კონტექსტი ისეთია, ეს ისე ბუნებრივად, როგორც მათთან ხდება, ვერ ხდება",-განაცხადა დავითულიანმა.

ცნობისთვის, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მორიგ სხდომამდე, რომელიც 2022 წლის 6 სექტემბერს გაიმართება, ევროკავშირმა ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშში მიმოხილულია საქართველოს მიერ გასული წლის განმავლობაში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული რეფორმები.

ანგარიშის თანახმად, გასული წლის განმავლობაში სასამართლო სისტემის რეფორმა შეფერხდა და ძირითად სფეროებში რეგრესიც კი განიცადა.

ამასთან, ევროკომისიის ანგარიშის თანახმად, სახალხო დამცველის ოფისმა ზეწოლა იმის გამო განიცადა, რომ ხმამაღლა ეხმაურებოდა გარკვეულ პოლიტიკურად სენსიტიურ საკითხებს. გარდა ამისა, ანგარიშში ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის, ნიკა გვარამიას და მიხეილ სააკაშვილის საქმეები მოხვდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×