რეზონანსი
15.08.2022

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო მომავალ ზამთარზე საუბრობს და თანაქალაქელებს მოუწოდებს, მოამზადონ თბილი ტანსაცმელი, საბნები, რადგან არ არის გამორიცხული, სახლებში ტემპერატურა ნორმაზე რამდენიმე გრადუსით დაბალი იყოს.

უკრაინული მედია დაინტერესდა, როგორია მისი პროგნოზი, ექნება თუ არა კიევს საკმარისი გაზი და ელექტროენერგია, რაზეც კლიჩკომ განაცხადა, რომ ქვეყანა მძიმე რეალობაში ცხოვრობს და სხვადასხვა სცენარების გამოთვლა უწევთ:

"ჩვენ ვცხოვრობთ მძიმე რეალობაში და გვიწევს სხვადასხვა სცენარის გამოთვლა. გაზი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, დაგვარწმუნეს, რომ გაზი იქნება მოსახლეობისთვის და არ გაძვირდება. ეს არის მოლოდინი, მაგრამ არ გამოვრიცხავთ, რომ იყოს ტერორისტული აქტები, თავდასხმები ბენზინგასამართ სადგურებზე. ჩვენ ასევე ვითვალისწინებთ ამ სცენარს. ჩვენ ვიყიდეთ გენერატორები, საწვავი ამ გენერატორებისთვის. უპირველეს ყოვლისა, ისინი გადაეცემა საავადმყოფოებს, საბავშვო ბაღებსა და სკოლებს. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შესაძლებელია და შეუძლებელსაც, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, რომ სახლებში იყო სითბო, მაგრამ ყველას ვთხოვ, მოიმარაგონ თბილი სახლის ტანსაცმელი, თბილი საბნები, რადგან არ გამოვრიცხავთ, რომ სახლებში ტემპერატურა ნორმაზე რამდენიმე გრადუსით დაბალი იყოს. ნორმა არის 21 გრადუსი, მაგრამ ეს შეიძლება იყოს 19 ან 18" ამბობს კლიჩკო.

მისივე თქმით, დედაქალაქი იყო და ისევ რჩება მტრის მთავარი სამიზნე, თუმცა დარწმუნებულია, რომ მის აღებას ოკუპანტები ვერ შეძლებენ, მითუმეტეს, რომ კლიჩკოს თქმით, ისინი ახლა ბევრად მომზადებულები არიან და აქვთ მეტი რესურსი, ვიდრე ეს იყო 6 თვის წინ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×