რეზონანსი
15.08.2022

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ეჭვქვეშ აყენებს რუსი ტურისტებისთვის აკრძალვების დაწესებას. ამის შესახებ ოლაფ შოლცმა ოსლოში სკანდინავიის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ გვესმის, რომ ბევრი ადამიანი გარბის რუსეთიდან, რადგან ისინი არ ეთანხმებიან რუსეთის რეჟიმს", - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, გადაწყვეტილებებმა, რომელსაც იღებენ, არ უნდა გაართულოს დიქტატურისგან თავის დაღწევა.

„ყველა გადაწყვეტილებამ, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, არ უნდა გაართულოს ქვეყნის დატოვება, რუსეთის ხელმძღვანელობისა და დიქტატურისგან თავის დაღწევა",- დასძინა შოლცმა.

ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა, რომელიც ასევე იმყოფებოდა შეხვედრაზე, მოუწოდა რუსი ტურისტების აკრძალვისკენ ევროკავშირში, რათა მათაც გადაიხადონ ფასი უკრაინაში რუსეთის შეჭრისთვის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×