რეზონანსი
19.08.2022

უჯარ­მა­ში, მდი­ნა­რე იო­რის არხში, 16 და 21 წლის ძმე­ბის ცხედ­რე­ბი გუ­შინ, გვი­ან ღა­მით იპო­ვეს. გარ­დაც­ვლი­ლი ძმე­ბი ნიკა და ივი­კო მა­ხა­რობ­ლიშ­ვი­ლე­ბი არი­ან.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ისი­ნი მა­მი­დაშ­ვილ­თან ერ­თად, მდი­ნა­რე­ზე სა­ბა­ნა­ოდ წა­ვიდ­ნენ, რა დრო­საც, ერთ-ერთ ძმას, სა­ვა­რა­უ­დოდ, ფეხი და­უც­და, მე­ო­რე კი წყალ­ში მის გა­და­სარ­ჩე­ნად შე­ვი­და.

"ორი­ვე - ნი­კაც და ივი­კოც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი, უიშ­ვი­ა­თე­სი, ყვე­ლა­ნა­ი­რად კარ­გი ბი­ჭე­ბი იყ­ვნენ. ნი­კას უფრო კარ­გად ვიც­ნობ­დი და ასე­თი წე­სი­ე­რი, პა­ტი­ო­სა­ნი, მე­გობ­რუ­ლი და ჭკვი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი იშ­ვი­ა­თად შემ­ხვედ­რია. ძმებს ოჯა­ხიც სა­ნი­მუ­შო აქვთ. ნიკა 2019 წელს გა­ვი­ცა­ნი, როცა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ვი­რი­ცხეთ (სო­ცი­ა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კის მეც­ნი­ე­რე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე) და პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან დავ­მე­გობ­რდით, იმ დღი­დან ძმე­ბი­ვით ვი­ყა­ვით, ყვე­ლა­ფერ­ში ვუ­გებ­დით ერ­თმა­ნეთს. მერე კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ში ვი­ღებ­დით მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, ბო­ლოს ერთ სამ­სა­ხურ­შიც ვმუ­შა­ობ­დით. ბოლო დროს ნიკა სა­ტე­ლე­ფო­ნო ინ­ტერ­ვი­უ­ე­რი იყო, გა­მო­კი­თხვებ­ზე მუ­შა­ობ­და "CRRS ჯორ­ჯი­ა­ში".

ის ყვე­ლა­ნა­ი­რად წარ­მა­ტე­ბუ­ლი და შემ­დგა­რი ადა­მი­ა­ნი იყო, იყო სტი­პენ­დი­ა­ტი. სა­მეც­ნი­ე­რო სტა­ტი­ე­ბი იყო, კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი, თუ სხვა, ყვე­ლა­ფერს ერ­თად ვა­კე­თებ­დით. არ შე­მიძ­ლია ნი­კა­ზე წარ­სულ­ში ლა­პა­რა­კი, ჯერ კი­დევ არ ვარ გონ­ზე... რო­გორც ვიცი, უჯარ­მა მისი დე­დის სო­ფე­ლია და ყო­ველ წელს ჩა­დი­ოდ­ნენ პაპა-ბე­ბი­ას­თან. გუ­შინ­წი­ნაც ვე­სა­უბ­რე, უბ­რა­ლოდ, ეგ დე­ტა­ლი არ ვი­ცო­დი, მდი­ნა­რე­ზე რომ და­დი­ოდ­ნენ სა­ბა­ნა­ოდ. წელს მა­მი­დაშ­ვილ­თან ერ­თად ჩა­ვიდ­ნენ სო­ფელ­ში, გუ­შინ არ მი­სა­უბ­რია ნი­კას­თან, არ შე­მო­სუ­ლა და ვერ მო­ვა­ხერ­ხე მო­კი­თხვა. ის­ვე­ნებ­და და არ გამ­კვირ­ვე­ბია.

თბი­ლის­ში 24 სა­ა­თი ყვე­ლა­ფერს ერ­თად ვა­კე­თებ­დით, ვა­თან­ხმებ­დით და ჩათ­ვა­ლეთ, რომ ჩემი ტყუ­პის­ცა­ლი დავ­კარ­გე. ზუს­ტად არ ვიცი, რომ არ მო­გა­ტყუ­ოთ, მაგ­რამ რაც მახ­სენ­დე­ბა ის არის, რომ ზღვა­ზე როცა ვლა­პა­რა­კობ­დით, ნათ­ქვა­მი აქვს, რომ ცურ­ვა არ იცო­და. რო­გორც თქვეს, არხზე ძმას, ივი­კოს და­უც­და ფეხი, წყალ­ში ჩა­ვარ­და და ნიკა მის გა­და­სარ­ჩე­ნად გა­დახ­ტა წყალ­ში. წინა დღე­საც ყო­ფი­ლან იმა­ვე ად­გი­ლას სა­ბა­ნა­ოდ, მე­ზობ­ლებს და­უ­ნა­ხავთ. მათი მა­მი­დაშ­ვი­ლიც იქ ყო­ფი­ლა და უთ­ქვამს, სა­ნამ მო­ვი­ხე­დე, არც ერთი აღარ იყოო. ნი­კას 10 დღე­ში, 29 აგ­ვის­ტოს ჰქონ­და და­ბა­დე­ბის დღე და გუ­შინ­წინ, გვი­ან ღა­მით რომ ვი­ლა­პა­რა­კეთ, მი­თხრა, ხელ­ფა­სი რომ ჩა­მე­რი­ცხე­ბა, ჩემი და­ბა­დე­ბის დღის­თვის სად­მე უნდა წა­ვი­დე, კარ­გად და­ვის­ვე­ნოო. არ აუხ­და ოც­ნე­ბა...

ნიკა 21 წლის გახ­დე­ბო­და. ივი­კო მე-12 კლას­ში გა­და­ვი­და. ჩემი თხოვ­ნაა და­წე­როთ, რომ ნი­კას­ნა­ი­რი პა­ტი­ო­სა­ნი, ადა­მი­ა­ნუ­რი, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი, მე­გობ­რუ­ლი, ჭკვი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი იშ­ვი­ა­თია. ის პირ­ვე­ლი კურ­სი­დან სტი­პენ­დი­ა­ტი და სა­მეც­ნი­ე­რო სტა­ტი­ე­ბის ავ­ტო­რია, სტუ­დენ­ტურ ცხოვ­რე­ბა­ში აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი. მას­ზე ყვე­ლა­ფე­რი კარ­გის თქმა შე­მიძ­ლია მხო­ლოდ. ჩვენ მე­ო­თხე კურ­სზე გა­და­ვე­დით. ნი­კას და ივი­კოს ერთი პა­ტა­რა ძმა დარ­ჩათ. ეს უდი­დე­სი, ენი­თუთ­ქმე­ლი და რთუ­ლად გა­და­სა­ტა­ნი ტრა­გე­დი­აა, ნი­კას სა­ხით ერ­თგუ­ლი ძმა დავ­კარ­გე..", - ამბობს ტრაგიკულად დაღუპული ძმების მეგობარი, თორნიკე ყრუაშვილი.

წყარო; ambebi.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×