რეზონანსი
10.09.2022

უკრაინის ოდესის, ჩერნომორსკისა და იუჟნის პორტები აგროპროდუქციით დატვირთულმა კიდევ 5 გემმა დატოვა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის ინფრასტრუქტურის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, სატვირთო გემები აფრიკისა და ევროპის ქვეყნების მიმართულებით მიემართებიან.

უწყებაში აცხადებენ, რომ პირველი გემის გასვლის შემდეგ უკვე ექსპორტირებულია 2.6 მილიონი ტონა სოფლის მეურნეობის პროდუქცია. ბლოკადის მოხსნის შემდეგ უკრაინის პორტები, საერთო ჯამში, სოფლის მეურნეობის პროდუქციით დატვირთულმა 113 გემმა დატოვა.

შეგახსენებთ, უკრაინის სამი პორტი ექსპორტისთვის განკუთვნილი მარცვლეულის ტრანსპორტირებისთვის თურქეთის, გაერო-ს, რუსეთისა და უკრაინის მიერ 22 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად განიბლოკა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×