რეზონანსი
12.09.2022

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი არ გეგმავს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან თავისი სამხედროების გაყვანას. ამის შესახებ პესკოვმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ამასთან, როგორც პესკოვმა აღნიშნა, ატომურ ელექტროსადგურს უკრაინა ბომბავს და მნიშვნელოვანია, სწორედ უკრაინა აიძულონ შეაჩეროს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ობიექტების „ბარბაროსული დაბომბვა".

„ახლა საუბარი არ მიდის სამხედროების გაყვანაზე. ჩვენ კვლავაც მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას გამოიყენონ თავიანთი გავლენა - იმ ქვეყნებმა, რომლებსაც მსგავსი გავლენა აქვთ უკრაინულ მხარეზე და შეაჩერონ ეს ყოველდღიური თავდასხმები",- განაცხადა პესკოვმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×