რეზონანსი
12.09.2022

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის საკითხში არტილერიასა და საჰაერო თავდაცვაზე დაყრდნობას აგრძელებს.

ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე ოლაფ შოლცმა თავი აარიდა უკრაინისათვის საბრძოლო ტანკების მიწოდების კითხვას.

„პოზიცია, რომელიც გერმანიის მთავრობამ თავიდანვე დაიკავა და რომელიც მომავალში დარჩება, არის ის, რომ გერმანიას არ შეუძლია დამოუკიდებლად იმოქმედოს", - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

კანცლერის თქმით, გერმანიამ უკრაინას მოკავშირეებთან ერთად ყოვლისმომცველი დახმარება გაუწია.

„ჩვენ ასევე მივაწოდეთ ძალიან ეფექტური იარაღი, რომელიც ღირებულია მიმდინარე საომარ მოქმედებებში", - აღნიშნა შოლცმა.

მანამდე გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, კრისტინ ლამბრეხტმა კვლავ უარყო უკრაინისათვის საბრძოლო ტანკების მიწოდების მოთხოვნა.

„ჯერჯერობით, არცერთ ქვეყანას არ მიუწოდებია დასავლური ქვეითი საბრძოლო მანქანები ან საბრძოლო ტანკები [უკრაინისთვის]. ჩვენ შევთანხმდით ჩვენს პარტნიორებთან, რომ გერმანია ცალმხრივად არ გადადგამს ასეთ ნაბიჯებს", - აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.

6 სექტემბერს, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა უარყო უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის მოთხოვნა უკრაინისათვის დამატებით მძიმე შეიარაღების მიწოდების შესახებ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×