რეზონანსი
12.09.2022

30-ზე მეტმა რუსმა მუნიციპალურმა დეპუტატმა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადადგომის მოთხოვნით პეტიციას მოაწერა ხელი.

პეტიციას, რომელიც პეტერბურგის სემენოვსკის რაიონის დეპუტატმა ქსენია ტორსტრემ გამოაქვეყნა, თავდაპირველად 19 ოფიციალური პირი აწერდა ხელს.

„ჩვენ, რუსეთის მუნიციპალური დეპუტატებს გვჯერა, რომ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ქმედებები საზიანოა რუსეთისა და მისი მოქალაქეების მომავლისთვის. ვითხოვთ ვლადიმერ პუტინის გადადგომას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიდან" , - ნათქვამია პეტიციაში.

პეტიციას ხელს აწერდნენ ძირითადად მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში მომუშავე მუნიციპალური დეპუტატები, თუმცა ხელმომწერთა შორის არიან ისეთი ქალაქების წარმომადგენლებიც, როგორიცაა სამარა და იაკუტსკი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×