რეზონანსი
23.09.2022

ვარ­კე­თილ­ში პიტ­ბულ­მა სამი ადა­მი­ა­ნი დაგ­ლი­ჯა, მათ შო­რის პატ­რო­ნი. შემ­თხვე­ვა გუ­შინ, გვი­ან ღა­მით მოხ­და. სა­მი­ვე მო­ქა­ლა­ქე ბო­კე­რი­ას სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს

"ბოლო ექ­ვსი თვეა პა­ცი­ენ­ტე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას აღარ გავ­ცემთ. რაც შე­ე­ხე­ბა პიტ­ბუ­ლის­გან დაგ­ლე­ჯილ სამ ადა­მი­ანს, გი­დას­ტუ­რებთ, რომ ჩვენს კლი­ნი­კა­ში იყ­ვნენ შე­მოყ­ვა­ნი­ლე­ბი და ამ წუ­თის მო­ნა­ცე­მე­ბით, გა­წე­რი­ლე­ბი არი­ან", - თქვეს კლინიკაში ambebi.ge -სთან.

თვითმხილ­ვე­ლე­ბი სა­ზა­რე­ლი ფაქ­ტის დე­ტა­ლებს იხ­სე­ნე­ბენ:

„გა­მო­ე­ქა­ნა და ერთ-ერთ ქალს და­ეს­ხა თავს, ამა­სო­ბა­ში პატ­რო­ნიც ამო­ვარ­და. პიტ­ბულ­მა ყელ­ში იცის წვდო­მა და ყელ­ში რომ უნდა წვდო­მო­და, ეს პატ­რო­ნი გა­და­ე­ფა­რა. ეს ძაღ­ლი მოჰ­ყვა პატ­რონ­სა და ამ ქალს შო­რის... მუც­ლის არე და­უ­გლი­ჯა ორი­ვეს. შემ­დეგ ერთ-ერთი ბიჭი ამო­ვი­და და ძაღ­ლი უკა­ნა ფე­ხე­ბით და­ით­რია, შემ­დეგ ამას ეცა...

უკვე და­გლეჯ­ვა და­უ­წყო და პატ­რუ­ლი მო­ვი­და... 7 ტყვია და­ჭირ­დათ, რომ მო­ეკ­ლათ. სა­ში­ნე­ლი სი­ტუ­ა­ცია იყო. ბნე­ლო­და, აქეთ დაგ­ლე­ჯი­ლი ქა­ლე­ბი იყ­ვნენ, იქით პიტ­ბუ­ლი ბიჭს გლეჯ­და და პო­ლი­ცი­ამ ძა­ლი­ან ივაჟ­კა­ცა" - ამ­ბო­ბენ თვითმხილ­ვე­ლე­ბი „პა­ლიტ­რა­ვი­დე­ოს­თან"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×