რეზონანსი
26.09.2022

უკრაინელები იბრძვიან საკუთარი მიწისთვის და თავდადების ისტორიას ქმნიან, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მიხაელ გალერმა პუტინის მიერ გამოცხადებულ სამხედრო მობილიზაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, პუტინმა თავად ირწმუნა რუსული პროპაგანდის, საკუთარი სიძლიერის და ფიქრობდა ყველას დაარწმუნებდა, რომ უკრაინის გათავისუფლება სურდა.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მართლაც დასასრულის დასაწყისია. პუტინმა არასწორად გათვალა ყველაფერი. მან თავად ირწმუნა რუსული პროპაგანდის, საკუთარი სიძლიერის და ფიქრობდა ყველას დაარწმუნებდა, რომ უკრაინის გათავისუფლება სურდა. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ აქტიურად უკრაინის დახმარება და გავაძლიეროთ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, რათა რუსულმა ჯარმა უკრაინის მთელი ტერიტორია დატოვოს. რეფერენდუმი ფარსია, მობილიზაცია ფარსია. მობილიზაცია აჩვენებს, რომ პუტინს ყველა ფრონტზე პრობლემა აქვს და ისღა დარჩენია აღიაროს მარცხი. უკრაინელები იბრძვიან საკუთარი მიწისთვის და თავდადების ისტორიას ქმნიან. პუტინის გამოცხადებულ მობილიზაციაზე ყველა ვხედავთ რუსეთის მოქალაქეების რეაქციას", - განაცხადა მიხაელ გალერმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×