რეზონანსი
26.09.2022

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ არ შეზღუდავს მოქალაქეების მოძრაობას მობილიზაციასთან დაკავშირებით.

„რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის პირობებში მოქალაქეთა გადაადგილების შეზღუდვა არ არის გათვალისწინებული", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში, რომელიც „ტელეგრამ არხზე" ვრცელდება.

ცნობაში არ არის მითითებული, საუბარია ფედერაციის სუბიექტებს შორის გადაადგილებაზე, თუ რუსეთის ფედერაციის საზღვრიდან გასვლაზე.

ამავდროულად, რუსული მედია იუწყება, რომ საზღვრებზე, სადაც ახლა რუსების დიდი რაოდენობაა დაგროვილი, გახშირდა შემთხვევები, რომ მესაზღვრეები ქვეყნიდან არ უშვებენ მამაკაცებს, ვისაც მობილიზაცია ეხება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×