რეზონანსი
27.09.2022

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თენგო სანაია დააკავეს. ინფორმაციას პარტიის აფხაზეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ბესო შენგელია ავრცელებს.

„თენგო სანაიას სახლში ჩატარდა ჩხრეკა, დაკავებულია თენგო და ჩემი ინფორმაციით, გადაიყვანეს ისანი-სამგორის სამმართველოში, ძალიან მალე ვიქნები ადგილზე! შევიკრიბოთ სამმართველოსთან!“ - წერს შენგელია.

ცნობისთვის, თენგო სანაია სამოქალაქო აქტივისტმა გიორგი მუმლაძემ მუქარაში დაადანაშაულა და მიმოწერაც გაავრცელა. ერთ-ერთ სქრინში ვკითხულობთ, რომ სანაიამ მუმლაძეს იარაღის ფოტო გაუგზავნა და მიწერა - „ამის გემოს გაგასინჯებ“.

pia.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×