რეზონანსი
27.09.2022

ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა დაასახელა პოლიტიკოსი, რომელმაც ნიკა მელია ნაცმოძრაობაში უნდა ჩაანაცვლოს:

„ნიკა მელია ძალიან მომწონდა, მისი ქარიზმის, ბრძოლის გამო, შემდეგ, რაღაცნაირი ნიკა მელია, დაჭერის შემდეგ რომელიც მივიღეთ, ის არ იყო ის პოლიტიკური ლიდერი, რომელიც მე “მევასა”. ნიკას შეეძლო მეტი ებრძოლა მიშასთვის და მეტი გაეკეთებია. ჩვენ ძალიან მძიმე საუბრები გვქონდა, მაგრამ ახლა ნახეთ რა ხდება – ნიკა მელია ანაცვლებს ტიპი, რომელსაც უნდა, რომ პარტიაში მოვიდეს გრიგოლ ვაშაძე. ხვდებით, რასთან გვაქვს საქმე? განიხილავენ ნიკა მელიას ჩანაცვლებას და ერთ-ერთი ვერსია არის გრიგოლ ვაშაძის. მე რომ მეუბნებოდეს პარტია, აი, ნიკა მელიასთან მაქვს ის პრეტენზია, რომ უკან დაიხია, არ იბრძოლა, ლიდერი ჩატოვა და აი, ახალგაზრდა ტიპები, მებრძოლი – შიგნითაც არიან ეგეთები, ერთგულები, იდეალისტები, ჰყავს ამ პარტიას. რომ მითხრან, რომ ნიკა მელიასთან ეს პრეტენზიები აქვთ, გავიგებდი, მაგრამ თუ ეს პარტია ის უნდა განვითარდეს, რომ ვაშაძე იყოს მათი ლიდერი, მე ვამბობ, რომ ეს პარტია არის საზიზღარი პარტია და არასოდეს ხუთიანს აღარ შემოვხაზავ. რა ვაშაძე, ხალხო, ქოცი ვაშაძე, ჩხარტიშვილის მოგვარებული თემით? არიან იქ ადამიანები, რომლებსაც თავიანთი გავლენები აქვთ. ეს არ არის კეზერაშვილი. შეიძლება მერაბიშვილიც… იქ ვიღაცა სხვას განიხილავს, იმიტომ რომ როგორც ჩანს ნიკა მელია საკმარისად მონა არ აღმოჩნდა და ახლა უფრო დიდი კალიბრის მონა სჭირდებათ… პეტრე ცისკარიშვილი არ განიხილება საერთოდ მაღალ ინსტანციებში… 

მე ამომრჩეველს ვეუბნები, გრიგოლ ვაშაძე გინდათ რომ იყოს პარტიაში? ასეთი ნიკა მელია მეც არ მინდა, მე მინდა მებრძოლი ნიკა მელია, რომელიც იყო დაჭერამდე, რომელიც მიშას თავისუფლებისთვის იბრძოლებს, რომელიც ქართული ოცნების წინააღმდეგ იბრძოლებს, ოღონდ ქუჩაში და სხვა შემართებით.

არ მჯერა რომ რომელიმე ქართულ ოცნებასთან შეკრულია, არც ნიკა მელიაა შეკრული, არც ხაბეიშვილი… არა, უბრალოდ მიშა არ უნდათ, ან მათ ან მათ თანამებრძოლებს. მიშა უნდათ კიევში, სადაც დაეხმარება…" - თქვა "ტვ პირველის" ეთერში ჟორჟოლიანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×