რეზონანსი
27.09.2022

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ ქუთაისში "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი დაკავების შემდეგ პირადად მოინახულა. მინისტრი ადასტურებს, რომ მას სახეზე დაზიანებები ჰქონდა, ხოლო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოზე, ამბობს, რომ არ უნახავს და არ იცის ის ავთენტურია თუ არა.

მისივე განმარტებით, დაკავების დროს სამართალდამცავებმა ის ძირს დააწვინეს, რა დროსაც შეიძლებოდა დაზიანებები მიეღო.

"ფოტო არ მინახავს, რომ ავედი დეპარტამენტში, დაზიანებები ჰქონდა სახეზე, მე შევედი ვესაუბრე რა თქმა უნდა, რაზე ვესაუბრე მაგას არ ვიტყვი ახლა, არ მოვყვები, დაკავების დროს მიღებული ჰქონდა დაზიანებები. თუ ის ადამიანი ჩივის, რომ მერე ცემეს, ან სადმე სცემეს, ან ზეწოლა იყო, მაგაზე იჩივლებს და საჩივარს შეიტანს და სხვა სამსახურები არის, სახელმწიფო ინსპექტორი, პროკურატურა და გამოიძიებენ, თუ ზედმეტად სცემეს, გადაამეტეს უფლებები პოლიციელებმა", - თქვა გომელაურმა. 

ქუთაისში 20 სექტემებრს სპეცოპერაცია დაახლოებით 9 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ბანკზე თავდამსხმელი, 37 წლის გიგა ნარსია, რომელიც წყალტუბოს მუნიციპალიტეტიდანაა, ოფიციალური ბრალის წარდგენის მოლოდინშია. ის გუშინ, ბანკის ფილიალში დაახლოებით დილის 11 საათისკენ შეიჭრა, აიყვანა 14 მძევალი, მოითხოვა 2 მლნ აშშ დოლარი, ვერტმფრენი, "სპრინტერი", რუსეთის დროშა და ანკესი. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×