რეზონანსი
28.09.2022

ნატო უკრაინას უწევს დახმარებას და ეს ომში მონაწილეობას არ ნიშნავს. პუტინს სურს წარმოაჩინოს, რომ ეს არის ომი რუსეთს და ნატოს, დასავლური სამყაროს შორის. ეს არ არის ნატოსა და რუსეთს შორის ომი. ეს არის რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისი თქმით, ნატოს ამოცანა მშვიდობის უზრუნველყოფაა.

„გაუმართლებელი აგრესია მეზობელი სახელმწიფოს წინააღმდეგ. თუ არ გვექნება სათანადო რეაქცია რუსეთის სასტიკ შეჭრაზე უკრაინაში, არამარტო უკრაინისთვის გაიზრდება საფრთხე, არამედ ჩვენი უსაფრთხოებაც შეირყევა. პუტინის და ყველა ავტორიტარული ლიდერისთვის ეს იქნება ნიშანი იმის, რომ თუ ისინი გამოიყენებენ სამხედრო ძალას, დაარღვევენ საერთაშორისო სამართალს ისინი მიიღებენ იმას, რაც სურთ. ეს ცუდია უკრაინისთვის, მაგრამ ასევე ცუდი ჩვენთვისაც. ამიტომ ვაძლიერებთ უკრაინის მხარდაჭერას. რუსეთი ენერგორესურსებს იყენებს პოლიტიკურ იარაღად, ენერგორესურსებს იყენებს სამხედრო კონფლიქტის დროს ინსტრუმენტად. გაზრდილია ფასები ენერგორესურსებზე , გაზრდილია ინფლაცია. პირველი და უმთავრესი გზავნილი უკრაინის ძლიერი მხარდაჭერაა. მეორე გზავნილია - გავაკეთოთ ყველაფერი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად. ის ომი, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს ცუდია და არის უკრაინელი ხალხის ტრაგედია, მაგრამ რა თქმა უნდა ფართომასშტაბიანი ომი ნატოსა და რუსეთს შორის კიდევ უფრო ცუდი იქნება. ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ ევროპაში ფართომასშტაბიანი ომი. ჩვენ ამას ვაკეთებთ, რადგან ნატოს წევრები არ არიან ომის მონაწილეები. ჩვენ უკრაინას ვეხმარებით დაიცვას საკუთარი ტერიტორია, რისი უფლებაც ქვეყანას გაეროს წესდების მიხედვით აქვს. ნატოს ჯარები არ დგანან უკრაინაში, ნატოს თვითმფრინავები არ არიან ჰაერში. ნატო უკრაინას უწევს დახმარებას და ეს ომში მონაწილეობას არ ნიშნავს. პუტინს სურს წარმოაჩინოს, რომ ეს არის ომი რუსეთს და ნატოს, დასავლური სამყაროს შორის. ეს არ არის ნატოსა და რუსეთს შორის ომი. ეს არის რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. თავიდან უნდა ავიცილოთ კონფლიქტის ესკალაცია ნატოს ტერიტორიაზე რუსეთისთვის ძალიან მკაფიო სიგნალის გაგზავნით. თუ აგრესია განხორციელდება ნატოს წევრ ქვეყანაზე, მაშინ ეს გამოუწვევს ალიანსის პასუხისმგებლობას. ჩვენ გავზარდეთ ნატოს სამხედრო ძალების რაოდენობა განსაკუთრებით აღმოსავლეთით. ამას ვაკეთებთ არა კონფლიქტის გამოსაწვევად, არამედ კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად. ნატოს ამოცანა მშვიდობის უზრუნველყოფაა", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×