რეზონანსი
28.09.2022

ნაცმოძრაობის მხურვალე მხარდამჭერის ნანუკა ჟორჟოლიანის აზრით, პატიიდან უნდა წავიდეს ყველა, ვინც ფიქრობს, რომ "ქუჩის დრო არ არის" და ახალი პარტიის მშენებლობა უნდა დაიწყოს.

„ჩემი საყვარელი მომენტია, ინგა გრიგოლიას ჰყავდა პეტრე ცისკარიშვილი ეთერში, პროტესტი არიო ინგა, აბა, რა არიო და ინგა გრიგოლია ძალიან გაოგნებული ეუბნება, რომ ეს პროტესტი სად არიო... და ჩვენს გულებშიო. პოლიტიკოსი რომ ფიქრობს, რომ პროტესტი უნდა იყოს მის გულში, მან უნდა დაისვენოს, სახლში უნდა წავიდეს. არა მარტო პეტრეს ეხება, ადამიანებს, რომლებიც დაიღალნენ, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათთვის დასავლეთში კარიერის გაკეთება არის უფრო მნიშვნელოვანი, ყველას, ვინც ფიქრობს, რომ ქუჩის დრო არ არის, ყველას, ვინც ფიქრობს, რომ პარლამენტში დებატებით ირაკლი კობახიძეს და ბიძინა ივანიშვილს მოერევა, ყველა ასეთი ადამიანი უნდა წავიდეს სახლში,. მთლად ყველაც არ წავა, ეკა ხერხეულიძე რატომ უნდა წავიდეს? ბოცოა, ლევან ბეჟაშვილია, რატომ უნდა წავიდნენ.

"პალიტრანიუსის" ტელეწამყვანის კითხვაზე - "დაიშლება ნაციონალური მოძრაობა?", აღნიშნა - "დაშლილი არ არის ნაციონალური მოძრაობა?". ნანუკა ჟორჟოლიანის თქმითვე, "მე არასოდეს ხმას არ მივცემ ამ შემადგენლობით".

„არ ვიცი შიგნით რა მოხდება, ფაქტია, რომ მიშა გაუშვეს მაგ პარტიიდან, მორალურ გაშვებას ვგულისხმობ და ფაქტია, რომ ამ პარტიამ მიშასთვის არაფერი გააკეთა" - თქვა პირდაპირ ეთერში ჟორჟოლიანმა.

"პალიტრანიუსი"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×