რეზონანსი
28.09.2022

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადები, მოსკოვი გეგმავს უკრაინის ოთხი ოკუპირებული ოლქის ანექსიას და ის აიძულებს ადამიანებს შეუერთდნენ რუსეთის ჯარს.

"ანექსიის მიზანი აშკარაა - ოკუპანტს სურს ოკუპირებული ტერიტორიის მცხოვრებლები არმიას შეუერთოს," - განაცხადა ზელენსკიმ ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტებთან ვიდეო მიმართვისას.

„ან მოგკლავენ ან უნდა მოკლა - რუსეთს სურს აიძულოს ოკუპირებულ მიწებზე მცხოვრები ასობით ათასი უკრაინელი ასეთი არჩევანი გააკეთოს", - აღნიშნა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, სამშაბათს, გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიის ანექსიის ნებისმიერი მცდელობა ნიშნავს, რომ „რუსეთის ამ პრეზიდენტთან სალაპარაკო არაფერია".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×