რეზონანსი
28.09.2022

ვისაც დასჭირდება სახალხო დამცველის მხარდაჭერა, მე ვიმუშავებ ყველასთვის, - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელმა, ანა აბაშიძემ, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა სახალხო დამცველობის კანდიდატად დაასახელა.

„ჩემთვის სიურპრიზის სახე უფრო ჰქონდა ამ დასახელებას, მე არ ვყოფილვარ ჩართული ამ პროცესში, არც ჩემი ორგანიზაცია. გასაუბრება და მსგავსი რაღაცები არ მომხდარა, ადამიანებმა გამოიყენეს საერთაშორისო სტანდარტები, რომლითაც უნდა ირჩეოდეს ასეთი მაღალი კონსტიტუციური ორგანოს ხელმძღვანელი. რომელ მიმართულებაში, კონკრეტულად რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენ ახალი, მოგვიანებით შევძლებთ დეტალურად ლაპარაკს, იმიტომ რომ ჩემთვისაც სიახლეა და ამაზე მე დამოუკიდებლად არ მიფიქრია", - განაცხადა აბაშიძემ.

რა კრიტერიუმით შეარჩია მესამე სექტორმა ომბუდსმენობის სამი კანდიდატურა - უკვე მეორე დღეა თემა აქტუალურია პოლიტიკურ სპექტრში. პროცესის გამჭვირვალობის შესახებ კითხვები აქვთ მმართველ პარტიაშიც. როგორც ირკვევა, კანდიდატურების წარდგენამდე არასამთავრობო ორგანიზაციებს მათთან გასაუბრების პროცესი არ გაუვლიათ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×