რეზონანსი
28.09.2022

შარტავას ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ დაშავებული 8 წლის დათი ქოქრაშვილის მამა ამბობს, რომ დათი სამკურნალოდ გერმანიაში გადაჰყავთ.

„აქ გამოფრენა ძალიან გაგვიჭირდა. ორი ვარიანტი გვქონდა, ან ამერიკაში წასვლა, ან გერმანიაში. ორივე ქვეყანაში პროთეზების კომპანიას ველაპარაკებოდით. ერთ-ერთი კომუნიკაციის დროს გერმანელებმა გამოთქვეს აზრი, რომ სარეაბილიტაციო ცენტრი, პროთეზები და საავადმყოფო ერთობლივად იმუშავებდნენ და ალბათ რამეს მიაღწევდნენ. არ ყოფილა მსგავსი პრეცედენტი და რადგან პირველი შემთხვევაა, ეცდებიან, რაღაც ახალი შექმნან. ასე მოვხვდით სარეაბილიტაციო ცენტრში. ჯერჯერობით კი ისევ ისე ვართ, ბევრი პრობლემების წინაშე. უფლის წყალობით, ალბათ, ყველაფერი კარგად იქნება.

დაჯდომა ისევ უჭირს, 20 წუთით ჯდება და მერე ტკივილები ეწყება. გერმანელები ცდილობენ შექმნან დასაჯდომი ყალიბი, მაგრამ არ ვიცით, რა და როგორ იქნება. ნიუ-იორკში მეხუთე ავენიუზე არის პროთეზების ერთ-ერთი საუკეთესო შემქმნელი. გვითხრეს, რომ დიდი სამუშაოს გაწევა მოუწევთ, მაგრამ ეცდებიან, რაღაც მოიფიქრონ. ასევე პლასტიკური ოპერაციებია გასაკეთებელი და ა.შ. კანი გადაუნერგეს, მაგრამ მთლიანად დახურული არ არის და ღია ჭრილობებს ისევ ვიმუშავებთ", - განაცხადა დათის მამამ 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×