რეზონანსი
02.10.2022

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის თქმით, ლიმანის გათავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან ქალაქი კონტრშეტევების დასაწყებად პლაცდარმს წარმოადგენს.

გაიდაის თქმით, უკრაინულმა ძალებმა ოკუპანტებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს, რის გამოც რუსი სამხედროები უკრაინის ტერიტორიებიდან გარბიან.

"ლიმანს ლუგანსკის ოლქის სრული დეოკუპაციისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ეს ქალაქი კონტრშეტევების დასაწყებად პლაცდარმს წარმოადგენს, უკრაინის გენშტაბისგან ველოდებით ოფიციალურ მონაცემებს, რამდენი ოკუპანტი დაიღუპა ლიმანის კონტრშეტევების დროს. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მტერს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს, ასევე მტერმა გაქცევის დროს სამხედრო ტექნიკა დატოვა. უკვე მზად გვაქვს სამოქმედო გეგმა, ლუგანსკის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მტერი თავს მშვიდად ვერ გრძნობს, მათ სერიოზული პრობლემები აქვთ და უკვე გაქცევაზეც ფიქრობენ", - თქვა გაიდაიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×