რეზონანსი
02.10.2022

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი ამბობს, რომ მოსკოვმა უკრაინაში მცირე სიძლიერის ბირთვული იარაღის გამოყენებაზე უნდა იფიქროს. ამ განცხადებას ის უკრაინის მიერ ლიმანში მოპოვებული გამარჯვებისა და ქალაქიდან ოკუპანტების განდევნის შემდეგ აკეთებს. ამის შესახებ reuters წერს.

გამოცემა წერს, რომ როდესაც რუსეთმა დაადასტურა თავისი დასაყრდენი ლიმანის დაკარგვა აღმოსავლეთ უკრაინაში, კადიროვმა გააკრიტიკა უმაღლესი მეთაურები მათი წარუმატებლობისთვის და დაწერა Telegram-ზე:

"ჩვენ იზიუმი არ გვეყო? მე ჯერ კიდევ მაშინ ვამბობდი, რომ უნდა ვესროლოთ ჩვენი მოწინააღმდეგის დაჯგუფებებს და საბოლოოდ გავანადგუროთ. უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, ყველა ჩვენი იარაღი, ჩვენი ტერიტორიების დასაცავად.

ჩემი პირადი აზრით, უფრო მკვეთრი ზომები უნდა იქნას მიღებული სასაზღვრო ტერიტორიებზე საომარი მდგომარეობის გამოცხადებისას.

გამოვაცხადოთ საომარი მდგომარეობა და გამოვიყენოთ დაბალი სიმძლავრის ბირთვული იარაღი - ესაა გამოსავალი. გუშინ იყო აღლუმი იზიუმში, დღეს ლიმანში უკრაინული დროშა ფრიალებს, რა იქნება ხვალ, რას ჰგავს ეს", - ამბობს კადიროვმა

რუსეთს აქვს მსოფლიოში ყველაზე დიდი ატომური არსენალი, მათ შორის დაბალი სიმძლავრის ტაქტიკური ბირთვული იარაღი, რომელიც შექმნილია მოწინააღმდეგე არმიების წინააღმდეგ გამოსაყენებლად.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×