რეზონანსი
03.10.2022

ათასობით ადამიანი, რომელიც რუსეთის ხაბაროვსკის ოლქში უკრაინაში საბრძოლველად გამოიძახეს, არამართლზომიერი მობილიზაციის გამო სახლებში დააბრუნეს.

ოლქის გუბერნატორმა, მიხაილ დეგტიარიოვმა განაცხადა, რომ სამხედრო კომისარს, იური ლაიკოს უფლებამოსილება შეუჩერეს.

„ხაბაროვსკის ოლქის სამხედრო კომისარს, იური ლაიკოს უფლებამოსილება შეუჩერეს. ეს არანაირ გავლენას არ მოახდენს იმ ამოცანების შესრულებაზე, რაც პრეზიდენტმა დაგვისახა. ჩვენი რამდენიმე ათასი თანამემამულიდან, რომლებმაც ბოლო 10 დღის განმავლობაში სამხედრო გაწვევის დოკუმენტი მიიღეს და კომისარიატებში გამოცხადდნენ, დაახლოებით ნახევარი სახლებში დააბრუნეს იმის გამო, რომ შერჩევის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდნენ", - აღნიშნა გუბერნატორმა.

მისი განმარტებით, ნაწილობრივი მობილიზაცია უნდა ეხებოდეს მხოლოდ იმ კატეგორიებს, რომლებიც დამტკიცებულია თავდაცვის სამინისტროსა და პრეზიდენტის მიერ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×