რეზონანსი
05.10.2022

გარი კასპაროვმა, ჭადრაკში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა ინტერვიუ მისცა გერმანულ ჟურნალ Spiegel-ს სადაც ის ამბობს:

"მე ყოველთვის ვამბობდი, რომ მისი [პუტინის] რეჟიმი აუცილებლად გახდებოდა ფაშისტური საფრთხე - არა მარტო რუსეთისთვის, არა მხოლოდ მისი მეზობლებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. კარგი იქნებოდა, კიდევ რამდენიმე ადამიანს ეს გაფრთხილება გულთან ახლოს მიეღო.

რუსეთის ყველა მოქალაქეს, მათ შორის მე, კოლექტიური პასუხისმგებლობა ეკისრება ამ ომზე, თუნდაც პირადი პასუხისმგებლობა არ იყოს. დღეს რუსეთი არის ფაშისტური დიქტატურა, რომელიც, სანამ ჩვენ აქ ვსაუბრობთ, ახორციელებს დანაშაულს კაცობრიობის წინააღმდეგ. და ყველა, ვინც ახლაც რუსეთში ცხოვრობს, სურს თუ არა, ამ ომის ტექნიკის ნაწილია.

პუტინს არასდროს უთამაშია ჭადრაკი, მაგრამ თამაშობდა პოკერს და კარგი იყო გეოპოლიტიკურ პოკერში". თამაშობდა ცუდი კარტით და იგებდა, რადგან ოპონენტები მის ბლეფს ეგუებოდნენ."

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×