რეზონანსი
05.10.2022

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტზე შეთანხმებას მიაღწიეს.

„მივესალმები წევრი ქვეყნების დღევანდელ შეთანხმებას სანქციების მერვე პაკეტზე. ჩვენ ვიმოქმედეთ სწრაფად და გადამწყვეტად. არასდროს მივიღებთ პუტინის ყალბ რეფერენდუმებს და არც რაიმე სახის ანექსიას უკრაინაში", - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

სანქციები, რომელიც ევროკავშირის ელჩებმა დღეს დაამტკიცეს, ნავთობის ფასის ზედა ზღვარს ადგენს, ასევე დამატებით აკრძალვებს აწესებს ექსპორტსა და იმპორტთან დაკავშირებით და ევროკავშირის მოქალაქეებს რუსეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიების მმართველ საბჭოებში ყოფნას უკრძალავს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×